ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელი ექსპერტები აგვისტოს ომიდან გასულ 2 წელს აფასებენ


ამერიკელი ექსპერტები აგვისტოს ომიდან გასულ 2 წელს აფასებენ
ამერიკელი ექსპერტები აგვისტოს ომიდან გასულ 2 წელს აფასებენ

ვაშინგტონში მდებარე სტრატეგიულ და საერთაშორისო სწავლებეთა ცენტრში აგვისტოს ომის შემდეგ გასულ 2 წელს აფასებდნენ. მოდერატორმა ენდრიუ კაჩინსმა აღნიშნა, რომ ამერიკელ ექსპერტთა თანავარსკვლავედი შეიკრიბა. თანავარსკვლავედს კონფლიქტის გადაჭრის სხვადასხვა ხედვა აღმოაჩნდა. ზოგადად ყველა შეთანხმდა, რომ სიტუაცია არასახარბიელოა.

ფიონა ჰილმა ბრუკინგსის ინსტიტუტის ამერიკისა და ევროპის ცენტრის დირექტორმა, დღევანდელობის უკეთ გასაგებად ისტორიული ფაქტებით დატვირთული პრეზენტაცია წარადგინა. მისი პოზიცია ბევრისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, კონფლიქტის გადაჭრის საქმეში საერთაშორისო ორგანიზაციების დიდი რაოდენობით მონაწილეობისას, ის კომუნიკაციის სიმწირის საფრთხეს ხედავს.

- ამერიკა ყოველთვის მნიშვნელოვანი მოთამაშე იყო რეგიონში, მაგრამ დღეს ვფიქრობ სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი მოთამაშეეების აზრის გათვალისწინება უწევს. 2008 წლის მოვლენემა გვაჩვენა, რომ საქართველო ევროპის გავლენის სფერო არ არის. თუმცა ის რომ დღეს კონფლიქტურ რეგიონში, საქართველოს მხრიდან სასაზღვრო ზოლზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია დგას და მათ აფხაზეთის და ოსეთის მხრიდანაც სურთ იყვნენ წარმოდგენელბი მნიშვნელოვანია. მაგრამ ხშირად ერთ პატარა რეგიონში ბევრი მოთამაშე სიტუაციას ართულებს, ეს ნიშნავს, რომ ყველას კოორდინაცია ჭირდება ერთმანეთთან, ევროკავშირსა და ამერიკას ამის პრობლემა არ აქვთ, მაგრამ აქვე იწევს თურქეთის ფაქტორი, გასათვალისწინებელია ამერიკისა და რუსეთის ურთიერთობებია, ისევე როგორც ირანის როლი და სხვა რეგიონალური მოთამაშეების, რომელთა პოზიციაც რეგიონის განვითარებას განსაზღვრავს. უნდა გვახსოვდეს რომ ეს გაყინული კონფლიქტი არ არის, ეს დინამიური კონფლიქტია, რომელიც სამწუხაროდ სულ უკან იხევს.” აცხადებს ჰილი.

მისგან განსხვავებით, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტთან არსებული ევროპის, რუსეთისა და ევრაზიის სწავლებათა ინსტიტუტის ასოცირებული დირექტორი კორი ველტი პრობლემის გადაჭრის საუკეთესო გზად ძალის გამოუყებლობის შესახებ შეთანხმების გაფორმებას მიიჩნევს. იმისათვის რომ სიტუაცია ადგილიდან დაიძრას, ის ამ პროცესში რუსეთის მონაწილეობასაც არ გამორიცხავს.

“საქართველოს მთავრობამ ღირებული შრომა გასწია როდესაც შეიმუშავა სტრატეგია სეპარატისტულ რეგიონებთან ურთიერთობის შესახებ, სამოქმედო გეგმა აფხაზეთისა და ოსეთის ჩართულობით, რადგან ორივე დეფაქტო რეგიონი იზიარებდა იმ აზრს, რომ ძალის გამოუყენებლობის პირობით, კონკრეტული შეთანხმების გარეშე, საქართველოსთან ნებისმიერი სახის ურთიერთობა შეუძლებელი იყო. მეც ვფიქრობ რომ დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ამ შეთანხმების გაფორმება, რუსეთის ჩართულობითაც კი. შეიძლება მივიღოთ ქმედითი სამოქმედო გეგმა, ვფიქრობ ამ აზრს საერთაშორისო თანამეგობრობაც სერიოზულად უნდა მოეკიდოს. სხვა მხრივ მგონი რთული იქნება რაიმე მექანიზმის მოძიება, რომელიც რუსეთს საქართველოდან გაიყვანს. ფაქტია რომ საქართველო დღეს ოკუპაციის რეჟიმში განაგრძობს ცხოვრებას.”-აცხადებს ვოლტი.

იმისათვის რომ საქართველომ ოკუპაციის რეჟიმს თავი დააღწიოს, ტომას დე ვაალი, კარნეგის ფონდის რუსეთისა და ევრაზიის პროგრამების ექსპერტი, გეოგრაფიულად ახლო მყოფ ევროპას იშველიებს და ანდორას მოდელის შესაძლო გადმოღებაზე საუბრობს.

“სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი ძალიან არამყარ ვითარებაში არიან, მათი დამოუკიდებლობა ერთეულებმა აღიარეს. ჩვენ დღეს გვმართებს ერთის მხრივ დეფაქტო რეგიონებისთვის და მეორეს მხრივ საქართველოსთვის შესაფერისი მოდელის შექმნა. თუ ევროპას გადავხედავთ, ასეთ მოდელად ანდორა მიმაჩნია, რომელსაც 1278 წლიდან აქვს ორი სახის მმართველობა, საფრანგეთის მეფე და მეოროს მხრივ კატალონიის სასულიერო ლიდერი, ეს ნიშნავს რომ ანდორა დამოუკიდებელი ქვეყანაა, მაგრამ დეფაქტო ის ორ მმართველობაში ცხოვრობს, საფრანგეთისა და ესპანეთის. არ ვამბობ რომ ეს მოდელი საქართველო რუსეთის მიერ აუცილებლად ასათვისებელია, მაგრამ სამომავლოდ შეიძლება გამოვიყენოთ.”-გვითხრა დე ვფაალმა.

იდეა არარეალისტურად ეჩვენება, რუს ექსპერტ სერგეი მარკედონოვს, მისთვის განკუთვნილ დროში, მარკედონოვმა აღნიშნა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლამ კონკრეტულად საქართველოში, დევნილების დიდი ტალღის არსებობა განაპირობა. რუსი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ყველა ჭირის დასაბამი სწორედ ეს არის. მოდერატორის, ენდრიუ კაჩინსის შეკითხვაზე იზიარებს თუ არა ის, რუსეთის პრემიერის, ვლადიმერ პუტინის ცნობილ ფრაზას, რომ “საბჭოთა კავშირის დამხობა დიდი გეოპოლიტიკური კატასტროფა იყო”, მარკედონოვი აღნიშნავს:

“პუტინმა თქვა: საბჭოთა კავშირის დამხობა დიდი გეოპოლიტიკური კატასტროფა იყო, მაგრამ მან ჰუმანიტარული კატასტროფა იგულისხმა. ნუ დაგვავიწყდება, რომ რომ არა საბჭოთა კავშირის დამხობა, დღეს ქართველი დევნილების პრობლემა არ იარსებებდა, ეს ხომ კავშირის დაშლის შედეგია. აბა კითხეთ იმ 80 000 ადამიანს, რომლებიც 90-იანებში საქართველო-აფხაზეთის მხარეს დაიღუპა, თუმცა დღეს ისინი ვერაფერს იტყვიან რადგან, ცოცხლები სწორედ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აღარ არიან. “-ფიქრობს მარკედონოვი.

ჩარლს კინგი, ჯორჯტაუნის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის პროფესორი, ვლადიმერ პუტინის სიტყვების ქვეტექსტის გაგებას არ ცდილობს. საქართველოს მიმართ ხშირად კრიტიკული კინგი, ახლო მომავალში გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმის პერსპექტივას საქართველოდან ჯარების გაყვანასთან დაკავშირებით ვერ ხედას.

“გასული 15 წლის მანძილზე კონფლიქტის ზონაში საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა, გაეროს ევროკავშირსა და ეუთოს ვგულისხმობ, აქტიური იყო. თუმცა 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს ვერც ერთმა მათგანმა ომის თავიდან აცილება ვერ შეძლო. დღეს ეჭვი მეპარება რომ თბილისში ვაშინგტონში ან მოსკოვში ვინმეს იმის ილუზია ქონდეს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები პრობლემის გადაჭრას შეძლებენ. ახლო მომავალში გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმის პერსპექტივას საქართველოდან ჯარების გაყვანასთან დაკავშირებით ვერ ვხედავ. რადგან აფხაზები და ოსები ამ ჯარებს სტაბილურობის გარანტორად აღიქვამენ. “-აცხადებს კინგი.

ექსპერტული ანალიზი ანდორადან საბჭოთა კავშირის დაშლის გეოპოლიტიკურ კატასტროფამდე ვერაფერს ცვლის. ფაქტია, რომ ამერიკის ახლანდელი პრეზიდენტის ადმინისტრაცია კავკასიის რეგიონში კონფლიქტების გადაჭრის კუთხით ქმედითი ზომების მიღებას არ ჩქარობს. რუსეთის ჯარი საქართველოს ტერიტორიაზე რჩება. ექსპერტები ამერიკაში კი არსებული სიტუაციისთვის ლეგალური მოდელის შერჩევას ცდილობენ.

XS
SM
MD
LG