ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ომიკრონი 48 საათში ლონდონში დომინანტური გახდება


"კოვიდ-19-ის არცერთი ვარიანტი არ გავრცელებულა ასე სწრაფად", ომიკრონი ლონდონში დომინანტური შემდეგი 48 საათის განმავლობაში გახდება - განაცხადა ქვეყნის ჯანდაცვის მდივანმა საჯიდ ჯავადმა ორშაბათს. "მაშინ როცა ომიკრონი ინგლისში შემთხვევების 20 პროცენტზე მეტს წარმოადგენს, ის ლონდონში 44%-ზე მეტია და ჩვენი მოლოდინის მიხედვით, ის კოვიდ-19-ის დომინანტური ვარიანტი გახდება დედაქალაქში" - უთხრა უთხრა ჯანდაცვის მდივანმა გაერთიანებული სამეფოს პარლამენტს.

ლონდონში ომიკრონის შემთხვევები კვირიდან ორშაბათამდე 4%-ით გაიზარდა. გაერთიანებულ სამეფოში ახალი ვარიანტი პირველად 27 ნოემბერს აღრიცხეს. სწრაფი გავრცელების გამო, ქვეყანაში მკაცრი შეზღუდვები შემოიღეს, მოსახლეობას კი კოვიდ-19-ის ვაქცინის დამატებითი დოზის გაკეთებისკენ მოუწოდეს, რათა თავიდან აეცილებინათ საავადმყოფოების გადატვირთვა. ბრიტანეთში სულ ცოტა, ერთი ადამიანი უკვე გარდაიცვალა კორონავირუსის ამ ახალი ვარიანტის გამო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG