ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უზენაესი სასამართლო ერთსქესიანი ქორწინების განხილვას იწყებს


უმაღლესმა სასამართლომ ასევე უნდა გაითვალისწინოს ქორწინების დაცვის აქტი

სამშაბათს შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლო ორი საქმის განხილვას დაიწყებს, რის შემდეგაც გადაწყდება, დაკანონდეს თუ არა ერთსქესიანი ქორწინება შეერთებულ შტატებში.

სამშბათს გადაწყდება კალიფორნიაში ჰომოსექსუალების ქორწინების აკრძალვის კანონი არის თუ არა კონსტიტუციური და ირღვევა თუ არა ამ კანონით თანაბარუფლებიანობის კანონი.

ოთხშაბათს უმაღლესმა სასამართლომ ასევე უნდა გაითვალისწინოს ქორწინების დაცვის აქტი, რომლის მიხედვითაც ქორწინება მხოლოდ მამაკაცს და ქალს შორისაა დასაშვები.

უზენაესი სასამართლოს შენობის წინ ერთსქესიანი ქორწინების მომხრეები და ოპონენტები შეიკრიბნენ. მომხრეებმა ასევე მშვიდობიანი სვლით ჩაიარეს ვაშინგტონის ქუჩებში.
XS
SM
MD
LG