ორი ადამიანი დაიღუპა მძლავრი მიწისძვრის შედეგად, რომელიც ოთხშაბათს კოსტა რიკაში მოხდა.
შეერთებული შტატების გეოლოგიური კვლევის ცენტრის განცხადებით, მიწისძვრის ეპიცენტრი ცენტრალური ამერიკის სახელმწიფოს დედაქალაქიდან - სან ხოსედან 140 კილომეტრის დაშორებით იყო. რამდენიმე საათის განმავლობაში განმეორებითი ბიძგები აღინიშნა.
კოსტა რიკის მთავრობის ინფორმაციით, ორი ადამიანი გულის შეტევით გარდაიცვალა. რამდენიმეს, სხეულის მცირე დაზიანება აღენიშნება.
მიწისძვრამ კოსტა რიკაში მეწყერიც გამოიწვია, რასაც შენობების და გზების ნგრევა მოჰყვა. სან ხოსეს მოსახლეობას სტიქიის შედეგად ელექტორენერგია და სატელეფონო კავშირი გაეთიშა.
რყევებმა ნიკარაგუამდეც მიაღწია, სადაც სასწავლო პროცესი შეჩერდა და მოსახლეობა პანიკაში ჩავარდა.