ჩრდილოეთ კორეის ცნობით, სტიქიამ გასულ კვირას ჩრდილოეთ კორეაში სულ ცოტა 48 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ქვეყნის დასავალეთ სანაპიროზე "ბოლავენის" შედეგად უამრავი ადამიანი დაშავდა და ათობით უსახლკაროდ დარჩა.
სააგენტოს განცხადებით, ტაიფუნმა 21,000 ადამიანი დატოვა თავშესაფრის გარეშე და 50,000 ჰექტარზე სიმინდის მოსავალი გააჩანაგა.
სტიქიამ 880 ინდუსტრიული საწარმო, საზოგადოებრივი შენობა, სკოლები და კლინიკა დააზიანა.
გასულ კვირას ქარიშხალი "ბოლავენი" ჩრდილოეთ კორეას იაპონიის და ჩინეთის გავლის შემდეგ დაატყდა თავს. ჩრდილოეთ კორეის დაზარალებულ მოსახლეობას ჰუმანიტარული ორგანიზაციები და წითელი ჯვარი წყლით, სურსათით და მედიკამენტებით ეხმარება.
დაზარალებულ მოსახლეობას ჰუმანიტარული ორგანიზაციები და წითელი ჯვარი წყლით, სურსათით და მედიკამენტებით ეხმარება
ამავე თემაზე
პოპულარული
1