აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელი აცხადებს, რომ პანდემიის დროს გამოვლენილი სტრატეგიული დაუცველობის გათვალისწინებით, შეერთებული შტატები ხელს შეუწყობს ძირითადი, საკვანძო სამედიცინო აღჭურვილობის შიდა წარმოებას.
"სამწუხაროდ, სხვების მსგავსად, მიმდინარე კრიზისმა ჩვენც გვასწავლა, რომ სხვა ქვეყნებზე, როგორც იაფი სამედიცინო პროუქტისა და მარაგის წყაროზე ჭარბმა დამოკიდებულებამ, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას სტრატეგიული დაუცველობა შეუქმნა" - აცხადებს ამერიკის სავაჭრო წარმომადგენელი, რობერტ ლაითჰაიზერი.
შეერთებული შტატების ზოგიერთი ოფიციალური პირი შეშფოთებულია იმის გამო, რომ ჩინეთმა, შესაძლოა ისარგებლოს შექმნილი კრიზისით.
გასულ კვირას, თეთრი სახლის სავაჭრო მრჩეველმა, პიტერ ნავარომ უარყო, რომ ტრამპის ადმინისტრაცია იმპორტზე სატარიფო გადასახადების სამთვიან გადავადებას განიხილავს. განაცხადა, რომ "ასეთი გადაწყვეტილება, გაამდიდრებდა ჩინეთს, ამერიკელების ხარჯზე."
Facebook Forum