ბოლო 24 საათში, საქართველოში, კორონავირუსის 1972 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო ვირუსით გარდაიცვალა 43 ადამიანი.
1 972 ახალი შემთხვევიდან, თბილისში დაფიქსირდა 920 შემთხვევა, აჭარაში -139, იმერეთში – 279, ქვემო ქართლში – 112, შიდა ქართლში – 145, გურიაში – 30, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 120, კახეთში – 117, მცხეთა-მთიანეთში – 57, სამცხე-ჯავახეთში – 32, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 21.
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილე, ბერდია სიჭინავას განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსით , სულ 2 276 პაციენტი გარდაიცვალა.
„სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 43 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ვირუსს ჯამში 2 276 პირი ემსხვერპლა“,-განაცხადა სიჭინავამ.
Facebook Forum