ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კორონავირუსით აშშ-ში კიდევ ორი ადამიანი დაიღუპა


ოფიციალური მონაცემებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში დღეს კიდევ ორი ადამიანი დაიღუპა. ასევე ოფიციალური წყაროებზე დაყრდნობით, კორონავირუსი კიდევ 11 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან 4 ნიუ-იორკში, ხოლო 6 ლოს-ანჯელესში.

​კორონავირუსით პირველი ადამიანი დაიღუპა კალიფორნიაში. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც გარდაცვალების ფაქტი ვაშინგტონის შტატს გარეთ დაფიქსირდა.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დამატებით 3 მილიარდ დოლარს დახარჯავს კორონავირუსის ვაქცინაზე მუშაობის გასაგრძელებლად.

ამერიკის შეერთებული შტატების კანონმდებლებმა კი მიაღწიეს შეთანხმებას, საგანგებო კანონპროექტზე, რომელის მიხედვითაც კონგრესი კორონავირუსთან ბრძოლაში 8.3 მილიარდ დოლარს გამოყოფს.

ამ დრომდე ამერიკის შეერთებულ შტატებს კორონავირუსის გამო საგანგებო მდგომარეობა არ გამოუცხადებია. პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოსახლეობას მოუწოდებს სიმშვიდე შეინარჩუნოს და "ხელები დაიბანონ."

Facebook Forum

XS
SM
MD
LG