ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის კონგრესი ორ საემიგრაციო კანონპროექტს განიხილავს


მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღმასრულებელ განკარგულებას მოაწერა ხელი და ამერიკის სამხრეთ საზღვრებზე მიგრანტი ოჯახების დაშორების გადაწყვეტილება შეცვალა, დღეს წარმომადგენელთა პალატა გეგმავს საემიგრაციო პოლიტიკასთან დაკავშირებული, ორი კანონპროექტი განიხილოს.

ჯერჯერობით უცნობია, როგორ დამთავრდება მსჯელობა. პირველი კანონპროექტი უფრო ხისტია, თუმცა მეორე კომპრომისს წარმოადგენს რესპუბლიკური პარტიის ზომიერ და კონსერვატიულ ფრთას შორის.

სწორედ მეორე ვერსია უზრუნველყოფს დებულებას, რომლის თანახმადაც მცირეწლოვან ბავშვებს და მათი მშობლებს, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისას, ერთად დააკავებენ. ამავე კანონპროექტით, ტრამპის ადმინისტრაციისთვის სასურველი სასაზღვრო კედლის ასაშენებლად 25 მილიარდი დოლარი გამოიყოფა, მწვანე ბარათის ლატარიის გათამაშება ისევ მოხდება და უსაბუთო იმიგრანტებს მოქალაქეობის მიღების საშუალება ექნებათ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG