ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ადამიანის უფლებათა დამცველების ანგარიში


M23-ს სახელით ცნობილ დაჯგუფებას აღმოსავლეთ კონგოში შემზარავი დანაშაულების ჩადენა ედება ბრალად

ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის - „ჰუმან რაიტს ვოჩის" განცხადებით, აღმოსავლეთ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის მეამბოხეთა ჯგუფს უამრავი სამხედრო დანაშაული აქვს ჩადენილი. მათ შორისაა გაუპატიურება, წამება, გატაცება და ბავშვების ომში გაწვევა.

აშშ-ის ადამიანის უფლებათა დამცველთა ჯგუფის მიერ გამოცემული ანგარიშის მიხედვით, M23-ს სახელით ცნობილ დაჯგუფებას აღმოსავლეთ კონგოში შემზარავი დანაშაულების ჩადენა ედება ბრალად.

M23-ის მეამბოხეებმა, დეზერტირობის მცდელობის გამო, 33 საკუთარი ჯარისკაცი გამოასალმეს სიცოცხლეს. გაეროს ექსპერტთა განცხადებით, დაჯგუფება M23 მეზობელი რუანდის მხარდაჭერით სარგებლობს.
XS
SM
MD
LG