ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონგოში ებოლას ვირუსის გააქტიურება მორიგი პანდემიის საშიშროებას აჩენს


შეერთებული შტატების "დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრების" ინფორმაციით, რამდენიმე სპეციალისტი კონგოს რესპუბლიკაში საგანგებო მისიით გაგზავნეს, რომელის მიზანიც ებოლას სავარაუდო პანდემიის თავიდან აცილებაა. კონგოში ებოლა შარშან დაფიქსირდა და დღემდე 1800-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.

სააგენტო იუწყება, რომ კონგოში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტი მდგომარეობას ართულებს, რის გამოც ცენტრი სამედიცინო პერსონალის დასახმარებლად მხოლოდ რამდენიმე თანამშრომელს უშვებს.

ამერიკელი მედიკოსები ქალაქ გომაში რამდენიმე საავადმყოფოში არიან განაწილებული. გომაში, რომელიც რუანდას ესაზღვრება და ერთ-ერთი უმსხვილესი სატრანზიტო ცენტრია, ებოლას ვირუსით მეოთხე ადამიანი გარდაიცვალა. ებოლას დადასტურებული შემთხვევები იმაზე მიუთითებს, რომ თუ ვირუსის გავრცელება დაუყოვნებლივ არ აღიკვეთა, რეგიონში, შესაძლოა, ებოლას მორიგი პანდემია დაიწყოს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG