2012 წელს კონგოს რესპუბლიკას ებოლას ციებ-ცხელების ეპიდემია დაატყდა თავს. 2003 წელს ჩინეთიდან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მწვავე რესპირატორული ინფექცია გავრცელდა.
შეერთებული შტატების ჯანდაცვის და საჯარო მომსახურების მდივნის ქეტლინ სიბელიუსის თქმით, გლობალურ სამყაროში ინფექციურ დაავადებათა გავრცელების რისკი ძალზე მაღალია, ამის მიზეზი კი შესაძლოა ერთი ქვეყნიდან მეორეში თვითმფრინავით მგზავრობაც კი გახდეს.
„თანამედროვე მსოფლიოში მიკრობებისა და ინფექციების გავრცელება ძალზე სწრაფად ხდება. საზღვრების გაკონტროლება პრაქტიკულად შეუძლებელია.“
სიბელიუსის თქმით, მსოფლიოში ძალიან ბევრ ქვეყანას არ შესწევს უნარი ეპიდემიებს სათანადოდ გაუმკლავდეს.
ამიტომაც ამერიკის შეერთებული შტატები დაბალი, საშუალო და მაღალი განვითარების დონის ქვეყნებთან ერთად ცდილობს, ერთიანი ძალებით მსგავსი პრობლემები დასძლიოს. ქეტლინ სიბელიუსის თქმით:
„30 ქვეყანასთან ერთად ჩვენ ვცდილობთ, დედამიწაზე 4 მილიარდი ადამიანი მომავალი 5 წლის განმავლობაში ინფექციური დაავადებებისგან დავიცვათ.“
შეერთებული შტატების მცდელობამ ვიეტნამსა და უგანდაში ინფექციურ დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში გარკვეული წვლილი შეიტანა.
ჯანდაცვის ექსპერტი ამეშ ადაჯა აცხადებს, რომ ინფექციურ დაავადებათა გლობალურ დონეზე დამარცხების პარალელურად ქვეყნებმა ეპიდემიის ლოკალურად აღმოფხვრაზე უნდა იზრუნონ.
„აღსანიშნავია, რომ უცნობ დავადებათა კვლევის ტექნოლოგიები სხვადასხვა ინფექციურ დაავადებათა დასამარცხებლადაც გამოიყენება.“
მომავალ წელს ობამას ადმინისტრაცია განვითარებად ქვეყნებში ინფექციურ დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებას და ამ საქმეში 45 მილირდი დოლარის ინვესტიციას გეგმავს.
ადმინისტრაციის აზრით, მოსალოდნელი ეპიდემიის თავიდან ასაცილებლად მსოფლიოს ყველა ქვეყანა უნდა დაირაზმოს.