ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპის ყოფილ ადვოკატს სასამართლომ სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯა


ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრმაპის პირად ადვოკატს, მაიკლ კოენს სამწლიანი პატიმრობა მიესაჯა. კოენმა ნიუ-იორკის მოსამართლეს განუცხადა, რომ „ბრმა ერთგულებამ“ ამერიკის ლიდერის მიმართ ის „მის ბინძურ ქმედებებზე ხელის დაფარებამდე“ მიიყვანა.

ამერიკის ფედერალურმა მოსამართლემ უილიამ პოლიმ კოენის განაჩენი სხვადასხვა დანაშაულზე გამოიტანა. მათ შორის, ორი ქალის გაჩუმებისთვის, რომელთაც პრეზიდენტთან ურთიერთობა ქონდათ, ფულის უკანონოდ გადახდის საქმეზე და კონგრესის წინაშე, მოსკოვში ტრამპის უძრავი ქონების მშენებლობის საქმეზე სიცრუისთვის.

მოსამართლემ 52 წლის კოენს უთხრა, რომ მან ამ გზაზე „მორალური კომპასი დაკარგა“. კოენი ტრამპმთან 12 წლის მანძილზე მუშაობდა. წარსულში მან განაცხადა, რომ ის მზად იყო ტრამპისთვის „სიცოცხლე გაეწირა“. თუმცა, ადვოკატი პრეზიდენტის წინააღმდეგ წავიდა. სასამართლო განაჩენის გამოცხადებისას, მან თქვა, რომ ტრამპთან მუშაობა „პირადი და მენტალური ტყვეობა“ იყო. კოენი პრეზიდენტ ტრამპის უახლოესი პირია, რომელიც ტრამპის 2016 წლის საარჩევნო კამპანიის გამოძიებასთან დაკავშირებით, დამნაშავედ ცნეს.

სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" პრეზიდენტი კოენის საქმეს შეეხმიანა და განაცხადა, რომ კოენი „მხოლოდ მისი განაჩენის შემცირებას ცდილობდა“ და ასე იმიტომ მოიქცა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG