ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"სი-ენ-ენის" ჟურნალისტზე მოსამართლის გადაწყვეტილებას დღეს ელიან


ფედერალური მოსამართლე დღეს გამოაცხადებს თავის გადაწყვეტილებას "სი-ენ-ენის" ჟურნალისტის, ჯიმ აკოსტასთვის თეთრი სახლის კორესპონდენტის საშვის აღდგენაზე, თუნდაც ეს დროებითი ზომა იყოს. ჟურნალისტი საკუთარ მოვალეობას ვეღარ ასრულებს, ვინაიდან მას საშვი თეთრი სახლის ოფიციალურმა პირებმა 7 ნოემბერს, პრეზიდენტ ტრამპთან მიმდინარე პრესკონფერენციაზე დასმული კითხვის შემდეგ ჩამოართვეს.

შეერთებული შტატების საოლქო სასამართლოს მოსამართლემ ტიმ კელიმ ჟურნალისტებს ოთხშაბათს უთხრა, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას დღეს, შუადღის 3 საათისთვის მიიღებს. "სი-ენ-ენის" ადვოკატი ტედ ბუტრო შიშობს, რომ თეთრმა სახლმა შესაძლოა საშვის აღდგენის მიუხედავად, მისთვის ხელის შეშლის მიზნით, სხვა გზებს მიმართოს, მაგალითად - არ დაურეკოს დაგეგმილი ბრიფინგის წინ.

სამთავრობო ადვოკატები აცხადებენ, რომ ჯიმ აკოსტამ თეთრ სახლს პრესკონფერენციის წესით და რიგით ჩატარებაში შეუშალა ხელი. "ცალკეული ჟურნალისტის მიერ პრესკონფერენციის მონოპოლიზების მცდელობა 'შეხედულება' არ არის" - ამბობს გენერალური პროკურატურის თანამშრომელი ჯეიმს ბურნამი. მისი თქმით, აკოსტასთვის თეთრი სახლის საშვის ჩამორთმევა "სი-ენ-ენს" არ დააზიანებს, რადგან მსგავსი საშვი ტელეკომპანიის 50 სხვა ჟურნალისტსაც აქვს.

"სი-ენ-ენმა" ვაშინგტონის საოლქო სასამართლოში საჩივარი 13 ნოემბერს შეიტანა. სარჩელს მხარი დაუჭირა თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციამ და ბევრმა მედია-ორგანიზაციამ, მათ შორის კონკურენტმა კომპანია "ფოქსმა", რომელიც ტრამპის და რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკის მხარდამჭერად ითვლება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG