ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰილარი კლინტონი აფრიკაში ვიზიტს აგრძელებს


სახელმწიფო მდივანი ტურნეს სამხრეთ აფრიკაში, ნიგერიაში, ბენინში და განაში გააგრძელებს

ჰილარი კლინტონი აფრიკულ ტურნეს აგრძელებს. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ამჯერად მალავის პრეზიდენტს, ჯოის ბანდას შეხვდა.

კლინტონმა ამერიკის მხრიდან მალავის, პირადად პრეზიდენტის და მისი მთავრობის ძლიერი მხარდაჭერა გამოხატა. ჯოის ბანდა ქვეყნის პირველი ქალი პრეზიდენტია. ის ხელისუფლების სათავეში აპრილში მოვიდა და სახელმწიფო მდივნის თქმით, რამდენიმე უმთავრესი ეკონომიკური რეფორმა განახორციელა. ჯოის ბანდამ დედაქალაქში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ის ჰილარი კლინტონთან შეხვედრას ყოველთვის სულმოუთქმელად ელოდა და რომ მასავით მუდამ ქალების და ბავშვების უფლებათა დამცველი იყო.

სახელმწიფო მდივანი ტურნეს სამხრეთ აფრიკაში, ნიგერიაში, ბენინში და განაში გააგრძელებს. მან უკვე მოინახულა სინეგალი, უგანდა, სამხრეთ სუდანი და კენია.
XS
SM
MD
LG