ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კლინტონი გენდერულ თანასწორობაზე საუბრობს


წყნარი ოკეანის სახელმწიფოებში პროგრესი გენდერული თანასწორობის კუთხით ძალიან ნელი ტემპით მიდის

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა წყნარი ოკეანის ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრისას გენდერულ თანასწორობაზე გაამახვილა ყურადღება. როგორც კლიტინმა აღნიშნა, სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალებსა და კაცებს შორის თანასწორობა უნდა არსებობდეს.

ამის შესახებ ჰილარი კლინტონმა კუკის კუნძულებზე გამართულ ფორუმზე განაცხადა, სადაც წყნარი ოკეანის რეგიონის 16 სახელმწიფო იღებს მონაწილეობას. მან ხაზი გაუსვა, რომ წყნარი ოკეანის სახელმწიფოებში პროგრესი ამ კუთხით ძალიან ნელი ტემპით მიდის. ფორუმის წევრებმა პირობა დადეს, რომ მაქსიმალურად მიექცევა ყურადღება ძალადობას ქალების მიმართ და მათ ჩართულობას ეკონომიკურ და პოლიტიკურ საქმიანობაში.
XS
SM
MD
LG