ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კლინტონმა ჩინეთს მიმართა


წყნარი ოკეანის რეგიონის 16 სახელმწიფოს ფორუმი

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჩინეთს სამხრეთ წყნარი ოკეანის რეგიონში სამართლიანი და გამჭვირვალე მოქმედებისკენ მოუწოდა.

ამის შესახებ ჰილარი კლინტონმა კუკის კუნძულებზე გამართულ ფორუმზე განაცხადა, სადაც წყნარი ოკეანის რეგიონის 16 სახელმწიფო იღებს მონაწილეობას. მან უარყო მოსაზრება წყნარი ოკეანის რეგიონში შეერთებული შტატების და ჩინეთის ინტერესების შეჯახების შესახებ. მისი თქმით, რეგიონი საკმაოდ დიდია როგორც ჩინეთისთვის, ასევე შეერთებული შტატებისთვის. ამასთანავე, მან მოუწოდა ჩინეთს სამართლიანად მოახდინოს რეგიონზე დახმარების გადანაწილება.
XS
SM
MD
LG