ჰილარი კლინტონის განცხადებით, სირიის პრეზიდენტის დღეები დათვლილია. პრიორიტეტი ახლა სისხლისღვრის დასრულება და პოლიტიკური ტრანზიციისთვის მზადების დაწყებაა.
“ალეპოში მიმდინარე ინტენსიური ბრძოლები და სირიის ხელისუფლების მაღალჩინოსნების ბოლოდროინდელი დემარში, კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი ერთსულოვნების მნიშვნელობას და ერთობლივ მუშაობას გარდამავალი პერიოდის შესამზადებლად. ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ მოლაპარაკებები და დავგეგმოთ, რა მოხდება შემდეგ ეტაპზე, მას მერე, რაც რეჟიმი დაემხობა. მე არ ვაპირებ განრიგის შედგენას და ვერც განვსაზღვრავ რამეს, თუმცა ერთი ვიცი, რომ მოსახდენი მოხდება. ამასვე ვარაუდობენ სირიის საკითხების სპეციალისტებიც მთელს მსოფლიოში.“
ამერიკის სახელმწიფო მდივანმა გაფრთხილება სირიის მთავრობას და მეამბოხეებს გაუგზავნა:
„ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებს ხელს არავინ ახლებს. ასევე მაქსიმალურად ნათლად უნდა განვაცხადოთ, რომ რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირების ხელშეწყობა არ გვსურს. პირიქით, ის ადამიანები, ვინც სირიელი ხალხის გაჭირვების გამოყენებას ცდილობს და ტერორისტებს და აგენტებს გზავნის ამ ქვეყანაში უნდა აცნობიერებდნენ, რომ ამას პირველ რიგში სირიელი ხალხი არ დაუშვებს.“
ჰილარი კლინტონმა ეს განცხადებები სამხრეთ აფრიკის ქალაქ პრეტორიაში, სტრატეგიული მოლაპარაკებების დროს გააკეთა, სადაც იგი სამხრეთ აფრიკის დაყოლიებას შეეცადა სირიის საკითხში ამ ქვეყნის მხარდაჭერის მოსაპოვებლად გაეროს უშიშროების საბჭოში.
აღსანიშნავია, რომ სამხრეთ აფრიკამ გაეროს უშიშროების საბჭში საგანგებო რეზოლუციაზე კენჭსყრის პროცესში ხმისმიცემაზე თავი შეიკავა და მისმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ პროექტი არაობიექტური იყო და სირიელი მეამბოხეების მოქმედებას აქეზებდა. ეს რეზოლუცია ბაშარ ალ ასადს პირად პასუხისმგებლობას დააკისრებდა კოფი ანანის გეგმის ჩავარდნის გამო და სირიის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებდა.
სამხრეთ აფრიკის თავშეკავებას რუსეთის და ჩინეთის ვეტო მოჰყვა.
სამხრეთ აფრიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნაითე ნკოანა მაშაბანემ სამშაბათს აღნიშნა, რომ ქვეყნის პოზიცია უცვლელია და რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მისიაა სირიელი ხალხის მხარდაჭერა.
უმაღლესმა ამერიკელმა დიპლომატმა ხაზი გაუსხვა ძალადობა-გამოვლილი სირიელების და დევნილების დახმარების მიზნით, ჰუმანიტარული კრიზისის დაძლევას და დასძინა, რომ არსებული მდგომარეობა ძალიან დიდ სურთულეებს უქმნის სირიელ ხალს.