ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სი ძინპინი აშშ-ის ორგანიზებულ კლიმატის სამიტში მიიღებს მონაწილეობას


ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ხუთშაბათს კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებულ კლობალურ სამიტზე სიტყვით გამოვა. სამიტი ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ორგანიზებით იმართება.

ჰუა ჩუნიანგი, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი ამბობს, რომ პრეზიდენტს "მნიშვნელოვანი გამოსვლა" ექნება და კონფერენციაში სხვა ლიდერების მსგავსად, ონლაინ მიიღებს მონაწილეობას.

პრეზიდენტმა ბაიდენმა ორდღიან ვირტუალურ სამიტში მონაწილეობის მისაღებად 40-მდე ქვეყნის ლიდერი მიიწვია. მათ შორის არიან ინდოეთის და რუსეთის ლიდერები. ჩინელ კოლეგას ცოტა ხნის წინ შანხაიში კლიმატის საკითხებში ამერიკის სპეციალური წარმომადგენელი, ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ესაუბრა.

სი ძინპინი პირველად მიიღებს მონაწილეობას პრეზიდენტ ბაიდენთან შეხვედრაში მას შემდეგ, რაც მან 20 იანვარს ოვალური კაბინეტი დაიკავა. ორ ქვეყანას შორის არაერთ საკითხზე დაპირისპირება გრძელდება. მათ შორისაა პოლიტიკური თუ ეკონომიკური საკითხები, ჰონგ-კონგის თემა და უიღურ მუსლიმებთან მოპყრობის პრობლემა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG