ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა და ჩინეთი სავაჭრო მოლაპარაკებებს სექტემბერში გამართავენ


ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლის თქმით, ამერიკა და ჩინეთი სავაჭრო მოლაპარაკებებს მომავალ თვეში გეგმავენ. თეთრი სახლის ეკონომიკურმა მრჩეველმა ლარი კუდლოუმ თქვა, რომ მიმდინარე კვირას მოადგილეების დონეზე მოლაპრაკება, ქვეყნებს შორის საკმაოდ კონსტრუქციული იყო.

"ამერიკის ხმის" ჟურნალისტის შეკითხვაზე კუდლოუმ თქვა, რომ გეგმაშია ჩინეთის წარმომადგენლებთან შეხვედრა სექტემბერში. თუმცა, ჩინეთის "გლობალ თაიმსის" რედაქტორმა ტვიტერზე დაწერა, რომ ჩინეთი ამერიკის მიერ 300 მილიარდი დოლარის სანქციებზე საპასუხო ქმედებისთვის ემზადება.

ამერიკისა და ჩინეთის სავაჭრო ომმა უვე დიდი გავლენა იქონია მსოფლიოს სავაჭრო ბირჟებზე. ანალიტიკოსები შიშობენ, რომ ამ ფაქტმა შესაძლოა, შეერთებული შტატები ეკონომიკური რეცესიის გზაზე დააყენოს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG