ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პეკინი ვაშინგტონს კომპრომისისკენ მოუწოდებს


პეკინმა ვაშინგტონს თხოვა, რომ მოლაპარაკებებში კომპრომისზე წავიდეს და შუალედური პოზიცია გაიზიაროს. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა გენგ შუანგმა გამოხატა იმედი, რომ ამერიკა ჩინეთთან თანამშრომლობას მოახერხებს და გააგრძელებს „ორმხრივად სასარგებლო ვაჭრობას“. თუმცა, რამდენად განაპირობებს ეს ამერიკის მხრიდან ახალი შეთანხმების მოლაპარაკებისთვის მზაობას, ჯერ კითხვის ნიშნის ქვეშაა.

მოლაპარაკებები მომავალ თვეში ვაშინგტონში გაგრძელდება. ჩინეთის მხრიდან ამ წინადადებით გამოსვლამდე, ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის ჩინეთთან შეთახნმებას ხელს არ მოაწერს იქამდე, სანამ პეკინი შეერთებულ შტატებთან ინტელექტუალური საკუთრების გარშემო და სხვა საკითხებზე უფრო მეტად მისაღებ პირობებს არ დათანხმდება. ორი მხარე ასევე ვერ თანხმდება იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს შეთანხმების აღსრულება.

პრეზიდენტმა ტრამპმა თავის მხრივ ჩინეთთან ტარიფების შეთანხმება დაიცვა.

„ჩინეთი ამ ქვეყანას უკვე 25 წელია, რაც ძარცვავს“, - განაცხადა ტრამპმა.

პრეზიდენტმა , ბილ კლინტონი, ჯორჯ ბუში და ბარაკ ობამა დაადანაშაულა იმაში, რომ მათ ვერ მოახერდხეს ჩინეთის სავაჭრო პოლიტიკასთან გამკლავება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG