ჩინეთის პრეზინდეტი ამერიკელ მაღალჩინოსნებთან მოლაპარაკებებს მართავს. ობამას ადმინისტრაციის 2 თანამშრომელთან შეხვედრის შემდეგ, ჰუ ჯინტაომ ქვეყნებს შორის გაუმჯობესებულ ურთეირთობებზე გაამახვილა ყურადღება.
ჩინეთის პრეზიდნეტი თეთრი სახლის ეკონომიკურ მრჩეველს, ლარი სამერსა და მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ტომ დონილს შეხვდა. მოლაპარაკებები მხარეებს შორის 3 დღის მანძილზე გაგრძლედა.
ჰუ ჯინტაოს განცხადებით:
“ჩვენ ქვეყნებს შორის ჯანმრთელი და სტაბილური ურთიერთობების მომხრე ვართ.”
ჩინეთის პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სავარაუდოდ მხარეებს შორის შეხვედრები სამხედრო მოლაპარაკებების განახლებას დათანხმდნენ.