ჩინეთის საბაჟო სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, ამ წლის მაისში, აპრილთან შედარებით ჩინეთის ვაჭრობა 22 მილიარდიდან 24 მილიარდამდე გაიზარდა.
ჩინეთის ექსპორტის ზრდამ მაისში 12.6 პროცენტს მიაღწია. აპრილში ეს მაჩვენებელი 12.9 პროცენტს შეადგენდა. მაისში, ასევე გაიზარდა ჩინეთში იმპორტი და ამ ზრდამ 26 პროცენტი შეადგინა.
პირველად ბოლო ხუთი თვის განმავლობაში, ჩინეთს და შეერთებულ შტატებს შორის ვაჭრობის მატებამ 104 მილიარდ დოლარს მიაღწია.
ამ კვირის დასაწყისში, ჩინეთმა ამერიკა გააფრთხილა, რომ ორ ქვეყანას შორის მიღწეული ბიზნეს შეთანხმებები არ შედგება, თუ ტრამპი ჩინურ წარმოებაზე ტარიფებს გაზრდის.
Facebook Forum