ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთის ექსპორტი იზრდება


ექსპორტი შარშანდელთან შედარებით 9.9 პროცენტით გაიზარდა

ჩინეთის ექსპორტი სექტემბრისთვის ნავარაუდევ მონაცემს აჭარბებს, რაც მსოფლიო ეკონომიკის სავაჭრო მაჩვენებლებზე დადებით გავლენას ახდენს. ევროპაში და ამერიკაში არსებული ეკონომიკური პრობლემების მიუხედავად, ჩინეთის მთავრობის მონაცემებით, ექსპორტი შარშანდელთან შედარებით 9.9 პროცენტით გაიზარდა.

აგვისტოს თვეში იმპორტის კლების შემდეგ, სექტემბერში მდგომარეობა შედარებით გამოსწორდა. იმპორტი 2.4 პროცენტით გაიზარდა და სავაჭრო მეტობამ სექტემბრისთვის 27.7 მილიარდი დოლარი შეადგინა. თუმცა, სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ჩინეთის ვაჭრობის მომავალი მაინც გაურკვეველი რჩება, რადგან ევროკავშირში ეკონომიკური კრიზისი გრძელდება, შეერთებული შტატები კი მდგომარეობიდან საკმაოდ ნელა გამოდის. ამერიკის კონგრესი ბიუჯეტის დამტკიცებსთან დაკავშირებით ჩიხში იმყოფება და ეს ფაქტი ეკონომიკის მცირედ გაუმჯობესებას კვლავ საფრთხეში აგდებს.
XS
SM
MD
LG