მსოფლიო ბანკი აზიის ქვეყნების ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით არასახარბიელო პროგნოზებს აკეთებს. ახალი ანგარიშის მიხედვით აზიის და წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებში ზრდა დაახლოებით ერთი პროცენტით შემცირდება და 8.2 პროცენტიდან 7.2-ზე ჩამოვა. თუმცა, იმავე ანგარიში აღნიშნავს, რომ მოგვიანებით, მცირედი ზრდა მაინც მოხდება და 2013 წელს ის სავარაუდოდ 7.6-ს მიაღწევს.
ექსპორტის და ინვესტიციების შემცირებასთან ერთად, მსოფლიო ბანკის პროგნოზით, ჩინეთში ერთიანი შიდა პროდუქტის ზრდა 2011 წელს დაფიქსირებული 9.3 პროცენტიდან 7.7-მდე შეიკვეცება. თუმცა, როგორც კი მასტიმულირებელი ზომები ძალაში შევა, მდგომარეობა შედარებით გამოსწორდება და ერთიანი შიდა პროდუქტი 8.1 პროცენტზე ავა.
მსოფლიო ბანკის განცხადებით, კანონმდებლებმა აღმოსავლეთ აზიის და წყნარი ოკეანის რეგიონში ეკონომიკურ ზრდაზე ზრუნვა არ უნდა შეწყვიტონ. ამასთან, მაქსიმალურად უნდა გამახვილდეს ყურადღება სიღარიბის შემცირებაზე და გარემოს დაცვაზე, რადგან ეს საკითხები ეკონომიკურ ზრდასთან მიმართებაში მგრძნობელობას შეინარჩუნებენ.