ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინელ ოჯახებს 3 შვილის ყოლის უფლება ექნებათ 


ჩინეთში ოჯახებს ახლა უკვე 3 შვილის ყოლის უფლება აქვთ. ოფიციალურმა პეკინმა წლების განმავლობაში არსებული წესი გააუქმა, რომელიც მოსახლეობას 2 შვილის ყოლის უფლებას აძლევდა. 2 ბავშვზე შეზღუდვის წესი ქვეყანაში 2016 წელს ამოქმედდა, რადგან მოსახლეობის ზრდის ტემპი ძალიან მაღალი იყო.

დღეს პეკინი ამბობს, რომ 2016 წელს მიღებული აკრძალვების შედეგად ქვეყანაში შობადობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდა და შემცირდა მოსახლეობის ზრდის ტემპიც. ბოლო კვლევებით ჩინეთში შობადობის მონაცემი 2020 წელს 1.3 ბავშვი იყო, რაც მნიშვნელოვნად დაბალი მაჩვენებელია.

სწორედ ამიტომ ჩინეთი აუქმებს დამკვიდრებულ პრაქტიკას და მოსახლეობას კიდევ ერთი შვილის ყოლის უფლებას აძლევს.

პეკინის მტკიცებით, მიღებული გადაწყვეტილებით, მოსახლეობის სტაბილური ზრდა მოხდება. სწორედ ამიტომ, ჩინეთი გეგმავს დამხმარე ზომებიც აამოქმედოს. მათ შორის, ჩინეთის მთავრობა მოსახლეობას დაეხმარება საცხოვრებლით და საგადასახადო ხარჯების კუთხით. მეტიც, პეკინი გეგმავს მშრომელ ქალთა ლეგიტიმური უფლებები დაიცვას, საუბარია დეკრეტულ შვებულებებზე.

ხართ თუ არა მზად მესამე ბავშვისთვის? ჩინეთში ამ ჰეშთეგით მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა გამოკითხვა. 31 ათასი ადამიანიდან 29 ათასმა თქვა, რომ არასდროს იფიქრებენ მესამე ბავშვზე, ხოლო დანარჩენებმა თქვეს, რომ ეს მათ გეგმებშია. რა გავლენას იქონიებს ჩინეთის ახალი გადაწყვეტილება მოსახლეობის ზრდაზე, ეს ამ დროისთვის ცნობილი არ არის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG