ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთი ამბობს, რომ კონკრეტულმა ქვეყნებმა უნდა შეწყვიტონ უკრაინის საკითხის გამწვავება


ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ცინ განი ამბობს, რომ ჩინეთი ღრმადაა შეშფოთებული, რომ უკრაინის კონფლიქტი, შესაძლოა კონტროლს მიღმა გავიდეს და მოუწოდებს "კონკრეტულ" ქვეყნებს, რომ არ გაამწვავონ უკრაინის ომის სიტუაცია. მართალია ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს არ დაუკონკრეტებია რომელ ქვეყანას გულისხმობდა, თუმცა, დასავლეთში ფიქრობენ, რომ ის ამერიკაზე საუბრობდა.

პეკინს გასული წლიდან მოყოლებული მოსკოვთან "ულიმიტო" პარტნიორობა აქვს. ქვეყანას დღემდე არ დაუგმია უკრაინაში მიმდინარე რუსული ომი. შეერთებული შტატები კი ჩინეთის ქმედებების საპასუხოდ ამბობს, რომ თუ ჩინეთი რუსეთს იაარღს მიაწვდის, ამას სერიოზული შედეგები მოჰყვება. ამ დროისთვის ჩინეთი უარყოფს რუსეთისთვის რაიმე ტიპის სამხედრო დახმარების გაწევას.

"ჩინეთი ღრმადაა შეშოთებული იმით, რომ უკრაინის კონფლიქტი განაგრძობს ესკალაციას და მეტიც, კონტროლს აღარ ექვემდებარება",- განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. მისი თქმით, ქვეყანა "მოუწოდებს კონკრეტულ ქვეყნებს, რომ დაუყოვნებლივ შეწყვიტონ სიტუაციის გამწვავება".

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი განცხადებების პარალელურად, ჩინეთის მაღალი რანგის დიპლომატი, ვან ი, მოსკოვში მიემგზავრება, ხოლო ქვეყნის პრეზიდენტი, სი ძინპინი, უკრაინის ომის წლისთავთან დაკავშირებით, "სამშვიდობო" სიტყვით აპირებს გამოსვლას.

XS
SM
MD
LG