ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

8 000-იანი მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში მხოლოდ "აისბერგის წვერია"- გაერო


დაკრძალვა ქ ლვივის სასაფლაოზე. უკრაინა, 21 თებერვალი, 2023 წ.
დაკრძალვა ქ ლვივის სასაფლაოზე. უკრაინა, 21 თებერვალი, 2023 წ.

გაეროს ბოლო ანგარიშით, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული არაპროვოცირებული და სისასტიკით გამორჩეული სრულმასშტაბიანი ომის წლისთავისთვის გამოქვეყნდა, უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაში დაღუპულთა რიცხვი 8 006-ს შეადგენს. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებების ოფისმა ინფორმაცია სამშაბათს, 21 თებერვალს გამოაქვეყნა.

განცხადებაში ვოლკერ თურქმა - გაეროს უმაღლესმა კომისარმა ადამიანის უფლებების საკითხებში - აღნიშნა: "ეს მონაცემები მხოლოდ აისბერგის წვერს წარმოადგენს. მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის რაოდენობა საშინელია". მისი განმარტებით, საუბარია მხოლოდ დადასტურებულად აღრიცხულ მსხვერპლზე.

გაეროს თქმით, ომით შექმნილ რეალობაში მშვიდობიან მოსახლეობაში დაღუპულთა რიცხვი გაცილებით დიდი იქნება, სავარაუდოდ, ათასობით მეტი. გაეროს ჯერ კიდევ არ აქვს დაზუსტებული მონაცემები სამხრეთ უკრაინის ქალაქებიდან და სოფლებიდან, მათ შორის საპორტო ქალაქ მარიუპოლიდან, რომელთაც დღეს რუსეთი აკონტროლებს.

"გვაქვს ინფორმაცია, რომ ეს მონაცემები ათასობით მეტია, ვიდრე ის, რაც დოკუმენტირებულია" - ამბობს უკრაინაში გაეროს მისიის ადამიანის უფლებების ოფისის ხელმძღვანელი, მატილდა ბოგნერი.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული მხოლოდ ეს ბოლო მონაცემები 807-ით აღემატება თებერვლის დასაწყისში მათ ხელთ არსებულ ინფორმაციას, რომელშიც მსხვერპლის რაოდენობა 7 199 შეადგენდა. გაეროს ცნობით, მსხვერპლის უდიდესი ნაწილი, 90 პროცენტი ფეთქებადი იარაღითაა მოკლული.

ამ ფონზე, რუსეთი უარყოფს ბრალდებას იმის თაობაზე, რომ მისი შეიარაღებული ძალები და დაქირავებული ქვედანაყოფები მიზანში მშვიდობიან მოსახლეობას გამიზნულად იღებენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG