ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რეკორდულად დაბალი შობადობა ჩინეთში - 2021


ჩინეთში 2021 წელს შობადობის მაჩვენებელი რეკორდულად დაბალ ნიშნულზე დაეცა. ორშაბათს გამოქვეყნებული მონაცემები გასული წლის დაღმავალ ტენდენციას აჩვენებს. ქვეყნის ხელისუფლებამ წყვილებს სამი ბავშვის ყოლის უფლება მისცა.

ჩინეთში ათწლეულების განმავლობაში წყვილებს მხოლოდ ერთი შვილის ყოლის უფლება ჰქონდათ. თუმცა, 2016 წელს ეს ლიმიტი ორამდე გაიზარდა, რათა ქვეყანას თავიდან აერიდებინა მოსახლეობის შრომისუნარიანი ნაწილის სწრაფი შემცირება - მისი დიდი ნაწილის ასაკის ზრდის გამო. თუმცა ქალაქებში ცხოვრების დიდი ხარჯები წყვილებს მაინც ხელს უშლიდა მეტი შვილის ყოლაში.

2021 წელს ყოველ 1000 მოსახლეზე შობადობის მაჩვენებელი 7.52 იყო, ეს 1949 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო. მონაცემების შეგროვება ქვეყნის ეროვნული სტატისტიკის ბიურომ სწორედ ამ წელს დაიწყო და ხელისუფლებაზე შობადობის წასახალისებლად წნეხიც გაიზარდა.

ბუნებრივი მატების მაჩვენებლები ჩინეთის მოსახლეობაში, მიგრაციის მაჩვენებლების გაუთვალისწინებლად, 2021 წელს მხოლოდ 0.034% იყო - 1960 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალი მაჩვენებელი.

XS
SM
MD
LG