ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთი უჩუმრად ზრდის გაიაფებული რუსული საწვავის შესყიდვას


საწვავით დატვირთული ტანკერები ჩინურ პორტში
საწვავით დატვირთული ტანკერები ჩინურ პორტში

სააგენტო "როიტერის" მიერ მოპოვებული ექსკლუზიური ინფორმაციით, ჩინეთი ხმაურის გარეშე თანდათან ზრდის საწვავის იმპორტს რუსეთიდან, რომელიც ახლა ძალიან გაიაფებულია. საუბარია საწვავის იმ ნაწილზე, რომლის რუსეთიდან ექსპორტიც დასავლეთის მიერ მოსკოვზე დაწესებული სანქციების გამო შეჩერებულია.

ცნობას "როიტერს" გადამზიდი კომპანიები და საწვავით მოვაჭრეები უზიარებენ. თუმცა, ჩინეთი რუსეთიდან საწვავს მილსადენებითაც იღებს, რომლის ზუსტი რაოდენობა ცნობილი არ არის.

ოფიციალური ვერსიით, დაახლოებით ერთი თვის წინ ჩინეთმა რუსეთიდან საწვავის იმპორტი შეამცირა იმ მიზნით, რომ ის უკრაინაში კრემლის მიერ წარმოებული ომის ღია მხარდამჭერად არ ჩაეთვალათ. ამას გარდა, ეს პეკინის ნავთობ-გიგანტებს პოტენციურად სანქციების რისკის ქვეშ აყენებდა.

ანალიტიკური კომპანია "ვორტექსას" ინფორმაციით, ჩინეთში რუსული საწვავის ექსპორტმა მაისის განმავლობაში დღეში რეკორდული 1.1 მილიონი ბარელი შეადგინა. ჩინური მხარე საპასუხო კომენტარს "როიტერთან" ჯერჯერობით არ აკეთებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG