ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა-ჩინეთს შორის მოლაპარაკება შესაძლოა მომდევნო კვირებში გაიმართოს


ჯო ბაიდენი, ამერიკის პრეზიდენტი თეთრი სახლიდან ვირტუალურად ესაუბრება ჩინელ კოლეგა სი ძინპინს. 18 მარტი, 2022 წ.
ჯო ბაიდენი, ამერიკის პრეზიდენტი თეთრი სახლიდან ვირტუალურად ესაუბრება ჩინელ კოლეგა სი ძინპინს. 18 მარტი, 2022 წ.

თეთრი სახლის ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის და მისი ჩინელი კოლეგის სი ძინპინის საუბარი შესაძლოა მომავალ კვირებში შედგეს. კომენტარი ამასთან დაკავშირებით ხუთშაბათს ჯეიკ სალივანმა გააკეთა, თეთრი სახლის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში.

მანამდე ოთხშაბათს, სალივანი იანგ ჟეიჩის ესაუბრა, ჩინეთის პრეზიდენტის მრჩეველს საგარეო პოლიტიკის საკითხებში. სალივანმა თქვა, რომ მას გახსნილად გაუზიარა შეშფოთებები ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებით. საუბარია ფხენიანის ბირთვულ და სარაკეტო აქტივობაზე, რაც "ჩვენი გადასახედიდან ჩინეთის ინტერესებში არ შედის" - აღნიშნავს პრეზიდენტ ბაიდენის მრჩეველი.

ამერიკის პრეზიდენტი დღეს სამხრეთ კორეაში ჩაფრინდა. შეერთებული შტატების ლიდერი სეულში ქვეყნის ახალ პრეზიდენტს იუნ სოკ იოლს და სხვა უმაღლეს ოფიციალურ პირებს ხვდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG