ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია პეკინს აფრთხილებს და მოუწოდებს მას, შეწყვიტოს უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის ომში კრემლის დახმარება.
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ თუ ჩინეთს სურს დასავლეთთან ჰქონდეს კარგი ურთიერთობა, მაშინ მან რუსეთის მხარდაჭერა ამ მიმართულებით უნდა შეწყვიტოს, რადგან ორივე ერთად შეუძლებელი იქნება.
ჩინეთის თქმით, მას დასავლეთთან კარგი ურთიერთობა სურს. ამავდროულად, პეკინი ხელს უწყობს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ევროპაში ყველაზე დიდი შეიარაღებული ონფლიქტის გაგრძელებას. მათ ორივე მიმართულებით [სვლა] არ გამოუვათ“,- ამბობს ნატოს გენერალური მდივანი.
25 აპრილს, გერმანიაში მყოფმა იენს სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩინეთის მხარდაჭერა. სტოლტენბერგის თქმით, რუსეთის ჩინეთისგან იღებს ნახევარგამტარებს, რაც უკიდურესად მნიშვნელოვანია საბრძოლო ტექნიკის ფუნქციონირებისთვის.
„შარშან რუსეთმა თავისი მიკროელექტრონული საშუალებების 9-% ჩინეთიდან შემოიტანა. ეს გამოიყენება რაკეტების, თვითმფრინავებისა და ტანკების წარმოებაში. ჩინეთი ასევე მუშაობს რუსეთის სატელიტური შესაძლებლობების განვითარების კუთხით“,- ამბობს სტოლტენბერგი.
ნატოს გენერალური მდივანი დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდებს, არ გახდნენ ჩინეთზე დამოკიდებული. აქვე სტოლტენბერგი აღნიშნავს, რომ დასავლეთმა წარსულში შეცდომა დაუშვა, როცა რუსულ ნავთობსა და გაზზე დამოკიდებული გახდა.
„ჩვენ არ უნდა გავიმეორეთ ეს შეცდომა ჩინეთთან დაკავშირებით. მის ფულზე, ნედლეულზე, ტექნოლოგიებზე დამოკიდებულება გვაქცევს დაუცველებად“,- აცხადებს სტოლტენბერგი.
Facebook Forum