ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კიბერ-თავდასხმები ამერიკაზე


კიბერ-თავდასხმები უმეტესწილად ჩინეთიდან მოდის

თეთრი სახლის მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ ვაშინგტონი პეკინს მოუწოდებს სერიოზული ნაბიჯები გადადგას ამერიკაზე კიბერ-თავდასხმების შესაჩერებლად, რომლებიც ხშირად ჩინეთიდან მოდის.

ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ტომ დონილონმა ჩინეთს მოუწოდა გააცნობიეროს პრობლემის მასშტაბურობა და მისაღებ ნორმებს დაემორჩილოს ამერიკასთან კიბერ-ურთიერთობის სფეროში.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ჰუა ჩუნინმა დღეს საპასუხო განხცადება გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ ჩინეთი მზადაა ამერიკასთან კიბერ უსაფრთხოების მხრივ მოლაპარაკების წარმებაში, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ამ შემთხვევაში ჩინეთი მსხვერპლია და არა დამნაშავე.
XS
SM
MD
LG