ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ს პასუხი კიბერ-შეტევებზე


აშშ ჰაკერების და კიბერ ჯაშუშების გახშირებული თავდასხმების საპასუხოდ ახალი სტრატეგიის შესახებ საუბრობს. უკანასკნელ ხანებში ამ შეტევებმა განსაკუთრებულად ინტენსიური ხასიათი მიიღო.

აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა ერიკ ჰოლდერმა პრესკონფერენციაზე ახალ მიდგომებზე ისაუბრა. მისივე თქმით, ტექნოლოგიების მუდმივი დახვეწის ფონზე გარკვეულ პირებს და სახელმწიფოებს ამერიკაზე იერიშის მიტანა სულ უფრო უადვილდებათ.

"ყველაფერი ზემოხსენებული წარმოადგენს ძირეულ და მზარდ საფრთხეს ამერიკის ეკონომიკისთვის და ეროვნული უსაფრთხოებისთვის," განაცხადა გენერალურმა პროკურორმა.
XS
SM
MD
LG