ჩინეთი რევოლუციის 100 წლისთავს ზეიმით აღნიშნავს. პეკინის მოსახლეობა დღეს დილიდან სადღესასწაულო აღლუმებსა და ღონისძიებებს ესწრებოდა. მათი საზეიმო განწყობა კიდევ მეტად გააძლიერა დღესასწაულზე ყოფილი პრეზიდენტის ძიან ძემინის გამოჩენამაც. საზეიმო ფესტივალზე ისმოდა მოწოდებები ტაივანის ჩინეთთან გაერთიანებასთან დაკავშირებითაც.
პრეზიდენტის ჰუ ჯინტაოს განცხადებით, იმისთვის, რათა ტაივანი და ჩინეთი გამთლიანდეს, საჭიროა ორმხრივი თანამშრომლობა და მშვიდობიანი გადაწყვეტილების მიღწევა.