ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, ბავშვების რაოდენობა, რომლებიც მარტო კვეთენ მექსიკა-ამერიკის საზღვარს, რეკორდულად გაიზარდა ივლისის თვეში და ყველა დროის მონაცემებს გაუსწრო. ხოლო, იმ ბავშვების რაოდენობა, რომელიც ოჯახთან ერთად ცდილობს საზღვრის გადაკვეთას, ისტორიაში არსებული მონაცემებით მეორე ადგილზეა.
ივნისის შემდეგ ამ მაჩვენებლების მკვეთრი ზრდის ერთ-ერთ მიზეზად იმას ასახელებენ, რომ ივნისში, განსაკუთრებული და ზოგჯერ, ფატალური სიცხის გამო, მიგრანტების რაოდენობა იკლებს.
ივლისში, ამერიკელმა მესაზღვრეებმა 19,000-ზე ბავშვი აიყვანეს მექსიკა-ამერიკის საზღვარზე. მარტში კი, 18,877 ბავშვი აღმოაჩინეს ამერიკელმა მესაზღვრეებმა. ოფიციალური ინფორმაციით, ივნისში ბავშვების რაოდენობა 15,253 იყო.
მესაზღვრეების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ივლისის თვეში, იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც ოჯახთან ერთად გადმოკვეთა საზღვარი 80,000-ია. ამაზე უფრო მაღალი მაჩვენებელი, მხოლოდ 2019 წლის მაისში დაფიქსირდა, როდესაც საზღვარი 88,857 ადამიანმა გადაკვეთა.
სულ, ჯამში, ივლისში, მესაზღვრეებმა 210,000 ადამიანი შეაჩერეს საზღვარზე, ივნისში კი188, 829 ადამიანი. ეს მონაცემები, ბოლო 20 წლის განმავლობაში ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა.
Facebook Forum