ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერის, რამზან კადიროვის პრეს-მდივანმა ალვი ქარიმოვმა, „საერთაშორისო ამნისტიის“ ყოველწლიურ ანგარიშში, ჩეჩნეთის ხელისუფლებისადმი მოყვანილი ბრალდებების პასუხად, შეერთებული შტატების მთავრობას და დასავლეთის სადაზვერვო სააგენტოებს, ჩეჩნეთის წინააღმდეგ შეთქმულებაში დასდო ბრალი.
მან განაცხადა, რომ ჰომოსექსუალების შევიწროების თემა, ჩეჩნეთის წინააღმდეგ გაჩაღებული ფართომასშტაბიანი საინფორმაციო და ფსიქოლოგიური თავდასხმის მხოლოდ ერთი ნაწილია და იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ამ თავდასხმას ახორციელებენ, შეერთებული შტატების მთავრობა და დასავლური სადაზვერვო სააგენტოები აფინანსებენ.
„საერთაშორისო ამნისტიის“ ანგარიშში დეტალურად არის აღწერილი ზოგადად რუსეთში, ჰომოსექსუალების წინააღმდეგ სახელმწიფოს მიერ წახალისებული დისკრიმინაცია და ჩეჩნეთში, ჰომოსექსუალი თემის წინააღმდეგ მიმართული ძალადობა. „საერთაშორისო ამნისტიამ“ დევნის მსხვერპლთა და მოწმეების მონათხრობის ციტირება მოახდინა, მათ შორის, გროზნოში და რესპუბლიკის სხვა ადგილებში ჰომოსექსუალი მამაკაცების წამების და მკვლელობის შესახებ, რომელიც პირველად რუსულ დამოუკიდებელ გაზეთ „ნოვაია გაზეტაში“, 2017 წლის აპრილში გამოქვეყნდა.
გაზეთმა დეტალურად აღწერა იმ 100-ზე მეტი დაკავებული ადამიანის მძიმე მდგომარეობა და სულ მცირე სამი ჩეჩენი მამაკაცის სიკვდილი, რომელთაც ჰომოსექსუალობა დაბრალდა. გაზეთის თანახმად, დაკავებები 2017 წლის მარტში, გეი-აღლუმის ჩატარებაზე ოფიციალური თხოვნის შეტანის შემდეგ მოხდა, რამაც რესპუბლიკაში საზოგადოების პროტესტი გამოიწვია. „ნოვაია გაზეტას“ ინფორმაციით, რესპუბლიკაში ერთსქესიანი ორიენტაციის მხოლოდ დაბრალებამაც კი შეიძლება სიკვდილით დასჯა გამოიწვიოს.
ჰომოსექსუალების დაკავების შესახებ მედიაში გავრცელებული ცნობების გამო, ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა, რეგიონში ვითარების შესახებ ვლადიმირ პუტინს 2017 წლის აპრილის ბოლოს მოახსენა და რუსეთის პრეზიდენტს უთხრა, რომ დაპატიმრებების, წამების და მკვლელობების შესახებ ინფორმაცია „პროვოკაცია იყო“.
კადიროვმა თქვა, რომ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ჩეჩენი სამართალდამცავების მიერ მოკლული ერთადერთი პირი, საკუთარ სახლში უსაფრთხოდ იყო და ე.წ. „თავის გამჟღავნებებში“ ფულს უხდიდნენ და ის „ფულის გასაკეთებელი კამპანია“ იყო.
კადიროვმა განაცხადა, რომ „ნოვაია გაზეტას“ ნომრებში აღნიშნული დაკავებების და ადგილმდებარეობების არავითარი მტკიცებულება არ არსებობს.
პუტინის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ჩეჩნეთში ჰომოსექსუალი მამაკაცების დაკავების შესახებ „საიმედო ინფორმაცია არ აქვს“.
იმ დროს, როდესაც გროზნი უარყოფს ჰომოსექსუალი მამაკაცების დევნას და წამებას, ახალი მტკიცებულებები გამოჩნდა.
ოქტომბერში, ჰომოსექსუალმა მამაკაცმა მაქსიმ ლაპუნოვმა მოსკოვში თქვა, რომ ჩეჩნეთში წამებას თავი დააღწია. „ნოვაია გაზეტას“ მიერ ორგანიზებულ პრეს-კონფერენციაზე ლაპუნოვმა თქვა, რომ სხვა ჰომოსექსუალი მამაკაცების დასახელება აიძულეს, სცემეს იმის გამო, რომ იყო „რუსი, რომელიც ჩეჩნეთში, ჩეჩნების გასახრწნელად ჩავიდა“.
რუსულმა არასამთავრობო ორგანიზაცია „რუსულმა ლგბტ ქსელმა“ განაცხადა, რომ ჩეჩნეთში ჰომოსექსუალ მსხვერპლთათვის ცხელი ხაზი გახსნა და გამოაცხადა, რომ ჩეჩნეთიდან 106-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოახდინა და ევროპული ქვეყნების საელჩოებში თავშესაფრის მიღებაში დაეხმარა.
Facebook Forum