ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გროზნოში კადიროვის მხარდამჭერი მიტინგი გაიმართა


ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში დღეს ათასობით ადამიანი შეიკრიბა ავტონომიური რესპუბლიკის პრეზიდენტ რამზან კადიროვისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისთვის მხარდაჭერის გამოსაცხადებლად. კადიროვი პუტინის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და ცნობილი მხარდამჭერია.

მან ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ოპოზიციის აქტივისტები და დამოუკიდებელი ჟურნალისტები ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში უნდა გაიგზავნონ, ან გასამართლდნენ, როგორც ქვეყნის მოღალატეები.

კრიტიკოსები ამბობენ, რომ გროზნოში დიდი რაოდენობის ხალხის შეკრებას სახელმწიფო ორგანოების მიერ სტუდენტების და საჯარო მოხელეების ამ დემონსტრაციაზე სავალდებულო წესით გამოყვანამ შეუწყო ხელი. ამ ბრალდებას მთავრობა უარყოფს.

XS
SM
MD
LG