ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩავესი გარდაიცვალა


ვენესუელის პრეზიდენტის გარდაცვალება ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტმა დაადასტურა. ლიდერი 58 წლის იყო.

უგო ჩავესი მენჯის არეში სიმსივნეს უჩიოდა.
ვენესუელის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ მოსახლეობას სახელმწიფო ტელევიზიით პრეზიდენტის გარდაცვალების შესახებ აუწყა.

58 წლის პრეზიდენტმა მკურნალობის კურსი კუბაში გაიარა და კარაკასში თებერვალში დაბრუნდა. ვენესუელის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობისას, ძლიერი ქიმიოთერაპიის კურსის შემდეგ მას ინფექცია დაუდგინდა.

ჩავესი, ავადმყოფობის გამო საზოგადოებას დეკემბრის შემდეგ არ უნახავს. ის საკუთარ ინაუგურაციასაც კი ვერ დაესწრო იანვარში, რაზეც პრეზიდენტს პასუხი არასდროს გაუცია.

ამ ფონზე, სამშაბათს, ვენესუელამ ორი ამერიკელი დიპლომატი გააძევა ქვეყნიდან, და მათ ბრალი წაუყენა სამხედრო ოფიცრებთან შეხვედრის გზით ვენესუელის მთავრობის დესტაბილიზაციის მოწყობის მცდელობაში.
XS
SM
MD
LG