ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საკვების უსაფრთხოების პრობლემა


კაცობრიობის სწრაფი ზრდა სურსათის უფრო ეფექტურ წარმოებას მოითხოვს

დედამიწაზე მოსახლეობის დრამატული ზრდა და მასთან დაკავშირებული პრობლემები კლინტონის გლობალური ინიციატივის შეხვედრებზე ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. ჯუდით როდინმა, როკფელერის ფონდის პრეზიდენტმა, სურსათის უკმარისობაზე ისაუბრა.

მოსახლეობის რაოდენობის მოსალოდნელი 2 მილიარდით გაზრდის გამო, შემდეგ 90 წელიწადში სულ ცოტა ორნახევარჯერ მეტი საკვები უნდა ვაწარმოოთ, ვიდრე წინა 8 ათასი წლის მანძილზე.“

კაცობრიობის სწრაფი ზრდა სურსათის უფრო ეფექტურ წარმოებას მოითხოვს. „მსოფლიოს გარეული სამყაროს ფონდის” ვიცე-პრეზიდენტი, ჯეისონ კლეი ამბობს, რომ დედამიწაზე ყოველი მესამე საკვები კალორია ნაგავში იყრება.

ამას კომპლექსური გავლენა აქვს წყალზე, სათბური გაზების ემისიაზე, მიწის ეროზიაზე და ასე შემდეგ“.

ნიგერიის სოფლის მეურნეობის მინისტრს მიაჩნია, რომ კორუფცია მის ქვეყანაში მხოლოდ მას შემდეგ აღმოიფხვრა, რაც მთავრობა თესლის და სასუქის გაყიდვაში აღარ მონაწილეობს.

თითქოს სასუქი ფეხს იდგამდა და ღარიბი ფერმერებისგან მდიდარ მეწარმეებთან მიდიოდა.“

შეხვედრების მასპინძელმა, ყოფილმა პრეზიდენტმა, ბილ კლინტონმა დემოკრატიულ გარდაქმნებზე სასაუბროდ ეგვიპტის ახალი ლიდერი, მუჰამედ მორსი მიიწვია. ეგვიპტის პრეზიდენტი საკვების უსაფრთხოების პრობლემებსაც შეეხო.

ახალი კანონმდებლობის დანერგვაა საჭირო, რათა ბიუროკრატია შევზღუდოთ და სოფლის მეურნეობას განვითარების საშუალება მივცეთ. ბიუროკრატია განვითარების პირველი მტერია“.

კლინტონის ინიციატივის ტრადიციულ შეხვედრებზე ბოლო გამომსვლელი ჩენ ლი იყო. ქალი, რომელიც ბილ კლინტონის ჩინეთში მოგზაურობისას გადამალეს, რათა ამერიკის პრეზიდენტს უნარშეზღუდული ჩინელი არ დაენახა. ჩენ ლი მას შემდეგ არათუ სამალავიდან გამოვიდა, არამედ დაქორწინდა და უნარშეზღუდულთა უფლებების დამცველიც გახდა. მათი შეხვედრა მოგვიანებით შედგა.

„ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული გაკვეთილი ჩემთვის. როგორც კი უიმედოდ დარჩებით, გაიხსენეთ ეს ამბავი: თუკი საწოლიდან ადგომას შენი თანასოფლელები იმიტომ გიკრძალავენ, რომ შენი გამოჩენა ესირცხვილებათ და შენი ფიზიკური ნაკლის გამო მთელი ცხოვრება არ იჩაგრები, მაშინ სხვა ყველაფერი გამოსწორებადია“.

ექს-პრეზიდენტის თქმით, არსებობის 8 წლის მანძილზე კლინტონის გლობალურმა ინიციატივამ ათობით მილარდი დოლარის მოზიდვით დახმარება 400 მილიონამდე ადამიანს გაუწია.
XS
SM
MD
LG