ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კატალონიის არჩევნებში დამოუკიდებლობის მომხრე პარტიებმა გაიმარჯვეს


ესპანეთის კატალონიის რეგიონის არჩევნებში, დამოუკიდებლობის მომხრე პარტიებმა აბსოლუტური უმრავლესობა მოიპოვეს.

ხუთშაბათს ღამით, როდესაც ნათელი გახდა, რომ ესპანეთისგან გამოყოფის მომხრე სამმა პარტიამ ადგილების უმრავლესობა ორი ადგილით შეინარჩუნა, დამოუკიდებლობის მომხრეები საზეიმოდ შეიკრიბნენ.

კატალონიის მემარცხენე რესპუბლიკური პარტიის გენერალურმა მდივანმა მარტა როვირამ, დამოუკიდებლობის მოძრაობის დაპატიმრებული ლიდერების გათავისუფლება მოითხოვა.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი რაჰოი, კატალონიელ ამომრჩევლებს ნორმალური პოლიტიკური ვითარების აღდგენისკენ მოუწოდებდა. ამის ნაცვლად, ამომრჩეველმა მის სახალხო პარტიას გადაჭრით ზურგი აქცია. რაჰოის პარტიამ 11 ადგილიდან 8 დაკარგა.

ესპანეთი და ევროპა იმედოვნებდნენ, რომ არჩევნები პოლიტიკურ კრიზისს დაასრულებდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ესპანეთისგან გამოყოფის მოძრაობამ ახალი ენერგია შეიძინა.

XS
SM
MD
LG