ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ ექვსი დაპატიმრებული კატალონიელი პოლიტიკოსი გაათავისუფლა. თუმცა მოსამართლემ ძალაში დატოვა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება ორი სეპარატისტი აქტივისტისა და ხელისუფლების ორი ყოფილი წევრის მიმართ. მათ შორისაა კატალონიის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და ვიცე-პრეზიდენტი.
უზენაესი სასამართლოს განცხადების თანახმად, დაკავებულებმა გირაოს სახით $118 000 უნდა გადაიხადონ.
ქვეყანაში 21 დეკემბერს რეგიონული არჩევნებია დაგეგმილი.
კატალონიის ყოფილი პრეზიდენტი კარლეს პიუგდემონტი და მისი ოთხი მოკავშირე კვლავ ბრიუსელში იმყოფებიან, სადაც ორშაბათს ექსტრადირებასთან დაკავშირებით მეორე სასამართლო მოსმენა გაიმართა. სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს გადასცეს თუ არა ისინი ესპანეთს, სადაც მათ წინააღმდეგ ამბოხისა და სეპარატიზმის ბრალდებით საქმეა აღძრული. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ესპანური კანონმდებლობით, ციხეში რამდენიმე ათეული წლის გატარება მოუწევთ.
Facebook Forum