ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფიონა ჰილის შემდეგ, კანონმდებლებმა ჯორჯ კენტიც დაკითხეს


წარმომადგენელთა პალატის წევრებმა დღეს ამერიკელ დიპლომატს, ჯორჯ კენტს დაუსვეს კითხვები. გამოკითხვის ცენტრალური ნაწილი დონალდ ტრამპსა და მის უკრაინელ კოლეგას შორის 25 ივლისს გამართულ სატელეფონო საუბარს შეეხებოდა, რომლის დროსაც ამერიკის პრეზიდენტმა შესაძლოა, ზეწოლა მოახდინა ვოლოდიმირ ზელენსკიზე, რათა ამ უკანსკნელს ჯო ბაიდენის, ტრამპის მთავარი დემოკრატი მეტოქის შვილის, ბიზნეს საქმიანობა გამოეძიებინა.

49 წლის ჰანთერ ბაიდენი უარყოფს, რომ მის საქმიანობაში რაიმე უკანონო იყო. ამის შესახებ მან ბოლოს ABC-ისთვის სამშაბათს მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. მისივე თქმით, მხოლოდ იმაზე წუხს, რომ მისმა აფილირებამ "ბურისმა ჯგუფთან" ბევრ "არაეთიკურ" ადამიანს შესაძლებლობა მისცა უკანონოდ ემოქმდათ და მამამისისთვის ზიანი მიეყენებინათ. "აი აქ შევცდი", - თქვა მან.

ჯორჯ კენტს კი, რომელიც დღეს კანონმდებლების შეკითხვებს პასუხობდა, ბოლო დრომდე სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის პოსტი ეკავა და პასუხისმგებელი იყო ამერიკის პოლიტიკაზე 6 ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკასთან, მათ შორის უკრაინის მიმართ. მან დღეს ჟურნალისტების შეკითხვებს არ უპასუხა. კენტმა კონგრესის წინაშე გამოცხადების სავალდებულო მოთხოვნა მას შემდეგ მიიღო, რაც ოფიციალურად სახელმწიფო დეპატამენტმა მის თანამშრომლებს და ჯორჯ კენტს ჩვენების მიცემა აუკრძალა. ამის შესახებ გამოძიებასთან დაახლოებული პირები საუბრობენ.

ჯორჯ კენტამდე ერთი დღით ადრე, კონგრესის წევრთა კითხვებს ფასუხობდა ფიონა ჰილიც. მან სამი კომიტეტის წარმომადგენლებს იმ შეხვედრების შესახებ უამბო, რომლებშიც ის, მისი მაშინდელი უფროსი, ეროვნული უშიშროების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი - ჯონ ბოლტონი და გორდონ სონდლენდი, ამერიკის ელჩი ევროკავშირში მონაწილეობდნენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG