ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კანადა ლგბტქ თემის წარმომადგენლებს ამერიკაში მოგზაურობისას სიფრთხილისკენ მოუწოდებს


კანადის ხელისუფლება მოქალაქეებს, კერძოდ ლგბტქ+ თემის წარმომადგენლებს, მოუწოდებს ამერიკაში მოგზაურობის დროს დეტალურად გაეცნონ ცალკეულ შტატებში მოქმედ კანონმდებლობას, რადგან ის კანადაში არსებული კანონებისგან შეიძლება სრულიად განსხვავებული იყოს.

კანადის მთავრობა განმარტავს, რომ გარკვეულ შტატებში მიღებულმა კანონებმა შესაძლოა ლგბტქ+ თემის წარმომადგენლების ვიზიტზე გავლენა იქონიოს. კანადის გლობალურ საქმეთა დეპარტამენტს განცხადებაში არ მიუთითებია ის კონკრეტული შტატები და ის კანონები, რომელთა გამოც ეს გაფრთხილება გამოსცა.

„2023 წლის დასაწყისიდან ამერიკის შეერთებული შტატების ზოგიერთმა შტატმა მიიღო კანონები, რომლებიც კრძალავს დრაგ-შოუებს და ზღუდავს ტრანსგენდერული საზოგადოების სპორტულ ღონისძიებებში ჩართულობას“,- ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

კანადის გლობალურ საქმეთა დეპარტამენტი მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ როდესაც მოგზაურები სხვა ქვეყნებში ჩადიან, იქ შესაძლოა „სექსუალურ ორიენტაციასთან, გენდერულ ოდენტობასთან დაკავშირებული კანონები და წეს-ჩვეულებები კანადაში მოქმედისგან რადიკალურად განსხვავდებოდეს“.

მანამდე, „ჰიუმან რაითს კემპეინმა“ ამერიკაში დაფუძნებულმა უმსხვილესმა ორგანიზაციამ, ლგბტქ+ თემისთვის ამერიკაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამერიკის რამდენიმე შტატში მიღებულ კანონებს სხვა უფლებადამცველი ორგანიზაციებიც გამოეხმაურნენ და საფრთხეებზე მიანიშნეს.

ერთ-ერთი „საფრთხის შემცველი“ შტატი ფლორიდაა, სადაც შტატის გუბერნატორი რონ დესანტისი მხარს უჭერს კანონპროექტს, რომელიც შტატში დრაგ-შოუების გამართვას კრძალავს. ამავე კანონით იკრძალება სკოლებში პერსონალური ნაცვალსახელების განხილვა და შეცვლილი სქესის ადამიანებისთვის ახალი სქესის შესაბამისი ტუალეტების გამოყენება.

მსგავსი ცვლილებები მიიღეს ამერიკის კიდევ რამდენიმე შტატში. არკანზასში გუბერნატორმა სარა ჰაკაბ სანდერსმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც კრძალავს საჯალო სკოლებში ტრანსგენდერებისთვის იმ ტუალეტების გამოყენებას, რომელიც შეესაბამება მათ გენდერულ იდენტობას. მსგავსი კანონები ამოქმედდა ალაბამაში, ოკლაჰომასა და ტენესიში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG