ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პროტესტის ფონზე, ბრიტანეთის პარლამენტი ტრამპის ვიზიტზე მსჯელობს


პრეზიდენტ ტრამპის ვიზიტის საწინააღმდეგო დემონსტრაციის მონაწილე
პრეზიდენტ ტრამპის ვიზიტის საწინააღმდეგო დემონსტრაციის მონაწილე

ლონდონში პარლამენტის წინ ათასობით ადამიანი შეიკრიბა. ბრიტანელი პარლამენტარები ორშაბათს საღამოს მსჯელობდნენ იმაზე, უკან წაეღოთ თუ არა შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სახელმწიფო ვიზიტით მოწვევის შეთავაზება.

საპარლამენტო დებატები მას შემდეგ დაინიშნა, რაც ვიზიტის გაუქმების შესახებ შედგენილ ონლაინ-პეტიციას ხელი 1.8 მილიონმა ადამიანმა მოაწერა. საპირისპირო შინაარსის პეტიციას კი მხოლოდ 300 ათასი ხელმომწერი ჰყავს. დებატების მიუხედავად, კანონმდებლებს არ აქვთ უფლება გააუქმონ ვიზიტი, რომელიც დედოფლის მოწვევით იგეგმება.

XS
SM
MD
LG