ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის და ბრიტანეთის განსაკუთრებული დიპლომატიური ურთიერთობა


ტრამპის და მეის პრესკონფერენცია
ტრამპის და მეის პრესკონფერენცია

დღეს, ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი, ტერეზა მეი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს დონალდ ტრამპს შეხვდა. ლიდერებმა, შეხვედრის შემდეგ ერთობლივ საერთო პრესკონფერენციას უმასპინძლეს. მეი პირველი მსოფლიო ლიდერია, რომელიც დონალდ ტრამპს შეხვდა მას შემდეგ, რაც ტრამპი ადმინისტრაციას ჩაუდგა სათავეში.

„ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას ამ „განსაკუთრებული ურთიერთობისადმი.“ დღეს ამერიკა და დიდი ბრიტანეთი, ერთად, კეთილდღეობის და კანონის უზენაესობის შუქურაა, სწორედ ამიტომ აშშ პატივს სცემს ბრიტანეთის სუვერენიტეტს და თვით-გამორკვევის უფლებას“. - განაცხადა ტრამპმა. დამოუკიდებელი და თავისუფალი ბრიტანეთი, მსოფლიოსთვის სასიკეთოა. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა არასდროს ყოფილა ასე მყარი“, - აღნიშნა მან.

ტერეზა მეიმ თავის მხრივ ისაუბრა ორ ქვეყნას შორის ურთიერთების გაღრმავებასა და სავაჭრო ხელშეკრულების გარშემო მომავალ მოლაპარაკებებზე. ბრიტანეთის პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ ორივე, ვაშინგტონიც და ლონდონიც, ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანს მხარდაჭერას უცხადებს.

„ჩვენს ვცნობთ NATO-ს როლს როგორც გარანტს საერთო თავდაცვისათვის, და დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მყარ მხარდაჭერას ამ ალიანსის მიმართ. ბატონო პრეზიდენტო თქვენ თქვით, რომ NATO-ს 100 პროცენტით უჭერთ მხარს. ჩვენ ასევე განვიხილეთ მნიშვნელობა იმისა, რომ NATO-მ გააგრძელოს ტერორიზმთან და კიბერ-საფრთხესთან ბრძოლა, ისევე როგორც ტრადიციული ომის საფრთხეებთან გამკლავება. მე ვიმუშავებ ჩემს ევროპელ პარტნიორებთან, რათა მათ შეასრულონ მათი ვალდებულებები და გამოყონ მთლიანი შიდა პროდუქტის 2 პროცენტი თავდაცვაზე, რათა ტვირთი უფრო სამართლიანად იქნას გაზიარებული. მხოლოდ თავდაცვაში შესაბამისი ინვესტიციით მოვახერხებთ საერთო გამოწვევებთან შესაბამის გამკლავებას“. - განაცხადა მეიმ.

წინაასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში დონალდ ტრამპმა, NATO-ს, „დრომოჭმული“ უწოდა. მან წარსულში ასევე განაცხადა, რომ ის ფიქრობს, რომ ევროპელმა პარტნიორებმა მეტი ფინანსური პასუხისმგებლობა უნდა აიღონ.

ტერეზა მეი თეთრ სახლში სტუმრობამდე, ფილადელფიაში კონგრესის რესპუბლიკელების შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა. გამოსვლისას მეიმ აღნიშნა, რომ ისეთი ორგანიზაციები როგორიცაა გაერო და NATO, საჭიროებენ განახლებას და დაამატა, რომ მათ „მშვიდობა და კეთილდღეობა მოუტანეს მილიარდობით ადამიანს.“ მეი რუსეთთან ურთიერთობების თემასაც შეეხო და მოუწოდა ამერიკის პრეზიდენტს, რომ პუტინთან „იმუშაოს, მაგრამ იფრთხილოს.“

„როდესაც საქმე ეხება რუსეთს, ხშირად ჭკვიანურია პრეზიდენტ რეიგანის მაგალითს მივდიოთ, რომელიც მისი მოლაპარაკებებისას მიხაილ გორბაჩოვთან, მისდევდა პრინციპს „ენდე, მაგრამ შეამოწმე“. რაც შეეხება პრეზიდენტ პუტინს, ჩემი რჩევა იქნება „იმუშავე, მაგრამ იფრთხილე“, - განაცხადა მეიმ.

დონალდ ტრამპმა, ჟურნალისტის შეკითხვას განიხილავს თუ არა ის რუსეთის წინააღმდეგ არსებული სანქციების გაუქმებას, უპასუხა, რომ ამაზე „საუბარი ჯერ ადრეა“.

XS
SM
MD
LG