ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„არაპრაქტიკულია“ ბრიტანეთი უკრაინაში სამხედრო თვითმფრინავების გაგზავნაზე


დიდი ბრიტანეთი არ გეგმავს სამხედრო თვითმფრინავები უკრაინაში გაგზავნოს, განცხადება ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა გააკეთა. მისი თქმით ეს არ იქნება პრაქტიკული, რადგან ბრიტანული თვითმფრინავების მართვის სწავლას დიდი დრო დასჭირდება.

„დიდი ბრიტანეთის ავიაგამანადგურებლები უკიდურესად დახვეწილია, თვეები დაჭირდება ფრენის სწავლას. ამის გათვალისწინებით მიგვაჩნია, რომ არ არის პრაქტიკული ამ თვითმფრინავების უკრაიანში გაგზავნა,“- თქვა რიში სუნაკის პრესსპიკერმა.

ბრიტანეთის მთავრობა აქვე განმარტავს, რომ ქვეყანა პარტნიორებთან ერთად გააგრძელებს უკრაინის დახმარებას. „ჩვენ მოკავშირეებთან ერთად განვილავთ თუ რა არის სწორი მიდგომა,“- თქვა პრესსპიკერმა.

განცხადება ბრიტანეთის მთავრობაში მას შემდეგ გაკეთდა რაც კიევმა თქვა, რომ უკრაინას დასავლეთისგან რუსული აგრესიის შესაკავებლად სამხედრო თვითმფრინავების სჭირდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG