ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯონსონი ამბობს, რომ ევროკავშირს შეთანხმების გარეშეც დატოვებს


ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ევროკავშირს მოუწოდებს გადახედოს გადაწყვეტილებას ბრექსიტის შეთანხმების თაობაზე. ის პირობას დებს, რომ ევრობლოკს ახალი შეთანხმების გარეშეც დატოვებს, თუკი ეს საჭირო გახდება.

ხუთშაბათს ის პარლამენტის წინაშე პრემიერის რანგში პირველად წარდგა. მისი თქმით, შეთანხმება, რომელსაც მისმა წინამორბედმა ევროკავშირთან მიაღწია - ანუ ე.წ. "გაყრის ხელშეკრულება", მიუღებელია და რომ ტერეზა მეიმ ამ შეთანხმებით ბრიტანეთის ეკონომიკური და ხელისუფლების დამოუკიდებლობა დათმო.

ჯონსონი ამბობს, რომ მას ახალი შეთანხმების მიღწევა სურს, მაგრამ ბრიტანეთი იმაზე უკეთ იყო მომზადებული ევროკავშირის შეთანხმების გარეშე დასატოვებლად, ვიდრე ბევრ პოლიტიკურ ანალისიტკოსს ეგონა.

"ვიმედოვნებ, ევროკავშირი თანაბრად, იმავენაირად მზად იქნება და ისინი გადახედავენ თავიანთ ახლანდელ უარს იმისთვის, რომ "გაყრის შეთანხმებაში" ცვლილებები შევიდეს", - ამბობს ის. "თუ ასე არ მოხდა, ჩვენ, რა თქმა უნდა, მოგვიწევს დავტოვოთ ევროკავშირი შეთანხმების გარეშე", - განმარტა ახალმა პრემიერმა.

პოპულისტი პოლიტიკოსი, რომელიც წარსულში ლონდონის მერის პოსტსაც იკავებდა, კამპანიისას სწორედ ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის 31 ოქტომბრამდე დატოვების შესაძლებლობაზე აკეთებდა აქცენტს, მიუხედავად იმისა - მოხერხდება თუ არა გაყრის შეთანხმების მიღწევა. პარლამენტის ბევრი წევრი ამგვარ გასვლას ეწინააღმდეგება და ფიქრობს, რომ ეს ეკონომიკურ ქაოსს გამოიწვევს.

ევროკავშირის პოზიცია ამ დრომდე მტკიცედ იდგა იმ პოზიციაზე, რომ შეთანხმების პირობები არ გადაიხედება. ჯონსონის გეგმებს ეწინააღმდეგება ოპოზიციონერი - შრომის პარტიაც. მისმა ლიდერმა ჯერემი კორბინმა ჯონსონის შემდეგ პარლამენტს სიტყვით მიმართა და თქვა, რომ მისი პარტია არ დაუჭერს მხარს ისეთ შემოთავაზებას პრემიერის მხრიდან, რომელიც არ დაიცავს ბრიტანელთა დასაქმებისა და სხვა უფლებებს ევროკავშირის დატოვების შემდეგ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG