ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თითქმის მზად არის რუსეთს ბრალი საჯაროდ დასდოს


წამყვანი ბრიტანული გაზეთი იუწყება, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი „თითქმის მზად არის, ყოფილი რუსი ჯაშუშის სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის, იულიას მკვლელობის მცდელობაში რუსეთს ბრალი საჯაროდ დასდოს“ და „რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ, გაძევებების და სანქციების ბრძანება გამოსცეს.“

„ლონდონ თაიმსის“ რეპორტაჟი, რომელიც დღეს, გაზეთის ვებ გვერდზე გამოჩნდა, ამბობს: „განცხადება შესაძლოა დღესვე, მთავრობის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის შემდეგ გაკეთდეს.“

„თაიმსი“ ამბობს, რომ მინისტრები სკრიპალზე და მის ქალიშვილზე თავდასხმის თაობაზე „ბოლო სადაზვერვო ინფორმაციას“ მოისმენენ. ამჟამად ორივე საავადმყოფოში, კრიტიკულ მდგომარეობაშია.

„თაიმსის“ რეპორტაჟში ნათქვამია, რომ მისი წყაროების „მინიშნებით, პოლიციას და უსაფრთხოების სამსახურებს საკმარისი მტკიცებულება გააჩნიათ, რომ მოსკოვი დაუკავშირონ ნერვულ მომწამლავ ნივთიერებას, რომლითაც მამის და ქალიშვილის მოკვლა სცადეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG