გასული კვირა ბრიტანეთის უახლეს ისტორიაში ყველაზე დაძაბული გამოდგა. არეულობები რომელიც ლონდონში დაიწყო ნელ-ნელა სხვა ქალაქებსაც მოედო. მანჩესტერი , ბირმინგემი და ლივერპული ჩათრეულ იქნა მასობრივ ქაოსში. პოლიციამ საპასუხოდ რეიდები მოაწყო და ასობით ადამიანი დააკავა ფარული ვიდეოკამერების ჩანაწერების მიხედვით. ძალოვნებმა დაკავებულებს ბრალად წაუყენეს არეულობებში მონაწილეობა, ძალადობა და გატეხილი მაღაზიებიდან საქონლის მოპარვა.
პოლიციის განცხადებით, სამოცდარვა წლის მამაკაცი მეხუთე მსხვერპლი აღმოჩნდა დღიდან არეულობებისა. თავდასხმელებმა ის ქუჩაში მოკლეს.
ქაოსი ბრიტანეთში მას შემდეგ დაიწყო რაც ლონდონის გარეუბანში 29 წლის მამაკაცი პოლიციასთან შეტაკებისას ტყვიას ემსხვეპლა. პროტესტის ნიშნად ქუჩაში გამოსულმა ახალგაზრდებმა გადაწვეს მანქანები, გატეხეს და შეიჭრნენ მაღაზიებში და გაუწიეს წინააღმდეგობა პოლიციას. მთავრობამ ქალაქების ქუჩებში დამატებითი ძალები განალაგეს. მარტო ლონდონის ქუჩებში 16 ათასი პოლიცია პატრულირებს.
პრემიერ მინისტრის დევიდ კამერონის განცხადებით, ის კონსულტაციებს შეერთებული შტატების იმ ქალაქების ხელისუფლებისგან აიღებს, სადაც მსგავს ძალადობებს ჰქონდა ადგილი. ბოსტონი, ლოს ანჯელესი და ნიუ იორკი ამ ქალაქთა ჩამონათვალშია. პრემიერ მინისტრმა ბრიტანეთში მიმდინარე ძალადობების აღსაკვეთად დროზე ადრე შეწყვიტა ზაფხულის შვებულება და დაბრუნდა სამუშაო ადგილზე. მისი თქმით, ის მზად იყო დაებლოკა ელექტრონული მოწყობილობები და ვებგვერდები, რომლითაც დემონსტრანტები მომდევნო ძალადობების ორგანიზებას ახდენდნენ
„ ინფორმაციის თავისუფალი გაცვლა შეიძლება მოხმარდეს კარგ მიზნებს, მაგრამ ზოგჯერ მას ბოროტადაც იყენებენ. ამიტომ ჩვენ ვთანამშრომლობთ პოლიციასთან და სადაზვერვო სამსახურთან, რათა მივიდეთ იმ გადაწყვეტილებამდე, სწორი იქნება თუა არა ვებგვერდების საშუალებით კომუნიკაციების დაბლოკვა, განსაკუთრებით თუ გვეცოდინება, რომ ეს კომუნიკაციები ძალადობებისა და არეულობის დაგეგმვას ემსახურება.“
ამ სიტვებით დევიდ კამერონმა პარლამენტს ხუთშაბათს მიმართა. მისი თქმით ეს ძალადობა იყო კრიმინალური აქტი და არა პოლიტიკურად მოტივირებული ქმედება
„ ბატონო სპიკერო, ჩვენ არ მოვითმენთ ამას ჩვენ ქვეყანაში. ვერ დავუშვებთ, რომ შიშმა დაისადგუროს ინგლისის ქუჩებში. გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის რომ აღდგეს კანონი და ყველაფერი ჩადგეს ჩვეულ რითმში.“
ბირმინგემში სამი პაკსიტანელი დაიღუპა, როდესაც ისინი საკუთარი ბიზნესების დაცვას ცდილობდნენ. რამდენიმე საათის შემდეგ თარიქ ჯაჰანმა , რომლის 21 წლის ვაჟი ჰარონ ჯაჰანი შეეწირა ამ ძალადობებს, სიმშვიდისკენ მოუწოდა და მიმართა მოსახლეობას
„ მე დავკარგე შვილი - შავები, აზიელები, თეთრები , ჩვენ ყველა ერთი საზოგადოების წევრები ვართ, რატომ უნდა მოვკლათ ერთმანეთი ? რამ გამოიწვია ეს არეულობა,? რამ მისცა ბიძგი? რატომ ჩავდივართ ამას?“
ბრიტანელების უმრავლესობას მიაჩნია რომ არეულობები უმუშევრობას, ეკონომიკურ კრიზისს და კამერონის მთავრობის მიერ საჯარო სერვისების შეკვეცას უკავშირდება, თავის მხრივ პრემიერ მინისტრმა ძალადობები უპასუხისმგებლობას, სკოლაში უდისციპლინობას და ოჯახში ცუდ აღზრდას მიაწერა.
ლონდონის მკვიდრი კრის ჰამნეტი არც თუ ისე შორს ცხოვრობს იმ ადგილიდან, სადაც ყველაზე დიდი შეტაკებები მოხდა, მისი განცხადებით:
„ ძირითადად ძალადობა ხდებოდა გართობის ან რაიმე მოგების გამორჩენის მიზნით.. ეს არ იყო პროტესტი არსებული პოლიტიკური ვითარების გამო. ეს უბრალოდ იყო ის ხალხი რომელსაც მძაფრი შეგრძნებების განცდა უნდოდათ.“
ამ ძალადობების ფონზე , ლონდონის ერთ-ერთ უბანში ჰერინგში, ზოგიერთი ახალგაზრდა თავის ენერგიას კეთილ საქმეებს ახმარს. ერიკა ლოპეზი ერთ-ერთი მათგანია, ის აქტიურად მუშაობს მათ მიერ ორგანიზებულ ჯგუფში, რომელიც ახალგაზრდებს ეხმარება. ერიკას თქმით მრავალი დემონსტრანტი მხოლოდ თავის სასიკეთოდ, მაღაიზების გასაძარცვად გამოვიდა, თუმცა მათ შორის იყვნენ ისინიც, ვინც უმუშევრობითა და ახალგაზრდა თაობის დასაქმების სიმწირით იყვენენ შეწუხებულნი.
„სახელმწიფომ უნდა გამონახოს დრო და მოუსმინოს ამ ახალგაზრდებს. მათ სჭირდებათ ვინმე ვინც მათ წუხილს გაიზიარებს. სწორედ ეს არის ჩემთვის მნიშვნელოვანი.“ აცხადებს ერიკა ლოპესი.